მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფელი ინგრევა" - ადგილობრივებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

5e4bd00d08292
ინგა მურუსიძე
18.02.20 15:51
942
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და  მაღაროსთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ სახლების დაზიანებისთვის კომპენსაციის გაცემას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების დროს საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა.

„სოფელში მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, შუქრუთის მაღარო გადის პირდაპირ სოფლის ქვეშ და პირდაპირი მნიშვნელობით სოფელი ინგრევა. იშლება სოფელი და ამ ხალხს ან კომპენსაცია უნდათ, რომ გადავიდნენ აქედან, ან სამუშაოები უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე.

Bm.ge „ჯორჯიან მანგანეზის" განმარტებებს ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები