მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის განვითარების სააგენტო სერვისცენტრებს ყიდის - აუქციონი გამოცხადდა

63be965fd7557
ინგა მურუსიძე
11.01.23 15:12
821
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადდა აუქციონი სოფლის განვითარების სააგენტოს შვილობილი კომპანიების, შპს "აგროსერვის ცენტრისა“ და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული შემდეგი სერვისცენტრების რეალიზაციაზე:

შპს "აგროსერვის ცენტრის" საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე სერვის-ცენტრი - 12,841 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 2,572.79 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები.

დეტალურად

შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული, ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მდებარე, 35,807 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 4,298.29 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები.

დეტალურად


შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მდებარე, 49,307 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3,760.34 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები
დეტალურად

სამივე სერვის-ცენტრის პრივატიზების თანხა დაახლოებით 4,8 მლნ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები