მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე ფოკუსირება - დავით სონღულაშვილი

სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ სექტორმა განვითარება 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო. მან ამის შესახებ "იმედის" ეთერში, სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფრის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი და ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მინისტრთან არსებული დარგობრივ საბჭოებში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და პროცესი ხორციელდება დარგის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც მოწვეული ექსპერტების, ასევე ადგილზე სამუშაო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით.

„ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი ან მუნიციპალიტეტი, სადაც არ გვქონია შეხვედრები ფერმერებთან და ადგილზე არ გავცნობოდით არსებულ მდგომარეობას. პირადად მე, გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას.

სრულყოფილად იყო შესწავლილი როგორც ქვეყნის შიდა ბაზარი, ასევე არსებული მდგომარეობა პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. რეგიონებიდან და სხვადასხვა ასოციაციებიდან მიღებული მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილებებსა და ფორმირებაში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტომ წარმოადგინა პროგრამების ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სახით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები