მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკა - რა აინტერესებთ ნიდერლანდელ ბიზნესმენებს საქართველოში?

FDI

საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმზე ჩამოსულ ნიდერლანდელ ბიზნესმენებს საქართველოში სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და ენერგეტიკა აინტერესებთ. პოტენციური ინვესტორები დაინტერესებულები არიან IT სექტორითაც.

"ჩვენ არა მხოლოდ ბიზნეს შესაძლებლობები, არამედ ქვეყნის შესწავლა, კულტურა და ღირსშესანიშნაობები გვაინტერესებს. ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან აიტი სექტორით, სოფლის მეურნეობით, ენერგეტიკით".- განაცხადა BMG-სთან საქართველოში ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ბერნარდ სტევიჰამ განაცხადა.

როგორც ბერნარდ სტევიჰამ აღნიშნა, ნიდერლანდებიდან ჩამოსულმა ბიზნესმენებმა გეოპოლიტიკური და საქართველოს სხვა გამოწვევები უნდა შეისწავლონ.

"რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური თუ სხვა გამოწვევები ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხებია. სწორედ, ამიტომ, გვსურს ქვეყანა შევისწავლოთ, რათა ბიზნესმენებმა იცოდნენ, როგორ და სად ჩადონ საიმედო ინვესტიცია", - აღნიშნა ბერნარდ სტევიჰამ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას 40-მდე სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები