მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული სამეფო საქართველოს TOP-ინვესტორია - კომპანიები, რომლებშიც FDI ჩაიდო

64130cf3b2aaa
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 16:57
796
2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებით, გასულ წელს FDI-მ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია და 2017 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა მაქსიმალურია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების ყველზე დიდი წილი - 21.4% გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. შესაბამისად ბრიტანული ინვესტიციის მოცულობამ გასულ წელს 428 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 2021 წელთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბრიტანული ინვესტიციების მოცულობების შესახებ სექტორების მიხედვით და ასევე იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც ბრიტანეთიდან ინვესტიციები ჩაიდო. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ გასული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხები საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო. ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 433 მილიონ 502 ათასი დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მსხვილი საფინანსო ჰოლდინგები სწორედ დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული, საუბარია თიბისი ბანკზე, საქართველოს ბანკსა და საქართველოს კაპიტალზე და მათი ოპერაციები სწორედ FDI-ის სტატისტიკაში აღირიცხება, იმის მიუხედავად, რომ ეს კომპანიები ქართულ ჰოლდინგებს წარმოადგენს.

გასული წლის განმავლობაში 5 მილიონ 511 ათასი დოლარის ბრიტანული ინვესტიცია ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში კი 3 მილიონ 939 ათასი დოლარი ჩაიდო.

რაც შეეხება საწარმოებს, რომლებშიც გაერთიანებული სამეფოდან გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო, მათი ჩამონათვალი ასეთია:

1. შპს ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ-ის წარმომადგენლობა საქართველოში
2. შპს ტავ ურბან საქართველო
3. შპს პალიასტომი 2004
4. შპს ტურინვესტი
5. სს ბიჯეო ჯგუფი
6. ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ,საქართველოს ფილიალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები