მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სომხური პროდუქტების, სხვა ქვეყნის სახელით, საქართველოს გავლით რუსეთში რეექსპორტს უარყოფს

გარემოს დაცვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სომხური პროდუქტების, სხვა ქვეყნის სახელით, საქართველოს გავლით რუსეთში რეექსპორტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სომხურ მედიაში დაიწერა. მაგალითად, Armenia Today წერს, რომ სომხური მარწყვი თურქული მარწყვის საფარქვეშ საქართველოს გავლით რუსეთში რეექსპორტდება.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით. სამინისტრო თვლის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და არამარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებს.გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სახის უხეშ ფორმებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩართვა არაგონივრული ხერხებით ხდება", - წერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები