სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 11 მლნ დოლარის ღირებულების 14.7 ათასი ტონა ვაშლი. წინა წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 67%-ით (4.5 მლნ დოლარით), რაოდენობა კი 37%-ით (4.0 ათასი ტონით) არის გაზრდილი.
ამას გარდა, 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობამ 24 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს ექსპორტირებული ვაშლისგან მიღებულმა შემოსავალმა 18 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის 95%-ზე მეტი გადის.




























