მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ იციან დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო "რთველი 2024"-ს

ყურძენი

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ იციან დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო 2024 წლის რთველს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ის თვლის, რომ სუბსიდირება კარგი არ არის, დარგს სუბსიდირება არ უნდა სჭირდებოდეს.

„ვერ ვიტყვი [იქნება თუ არა სუბსიდირება], თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღვინოს, ყურძნის მწარმოებელ კომპანიებს არ დასჭირდეთ სუბსიდირება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მევენახე-ფერმერებს, თუმცა თუ იქნება საჭირო შევალთ სუბსიდიით, თუ არ იქნება საჭირო - არ შევალთ. გააჩნია საჭიროებებს. სუბსიდირება რა თქმა უნდა კარგი არა რის. დარგს არ უნდა სჭირდებოდეს სუბსიდირება“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა. ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები