მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა ყოველწლიური აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

631b6a3787e0d
BM.GE
09.09.22 19:35
837
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა, ყოველწლიური შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიის ქსელი სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები უტყუარი და ობიექტურია.

2022 წელს ლაბორატორიის სამივე მიმართულებას ახალი კვლევის მეთოდები დაემატა:

სურსათის კვლევის მიმართულებით - ცხოველური წარმოშობის სურსათში სხვადასხვა ანტიბიოტიკების ნარჩენების განსაზღვრა;

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ცოფის დიაგნოსტიკა PCR მეთოდით;

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ფიტოპლაზმების სახეობრივი იდენტიფიკაცია.

ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.

აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები