მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SoftBank-მა NVIDIA-ს აქციები სრულად გაყიდა

ჰუანგი და სონი

უმსხვილესმა იაპონურმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, SoftBank-მა სრულად გაყიდა მის მფლობელობაში არსებული NVIDIA-ს აქციები.

საერთო ჯამში, მასაიოში სონის კომპანიამ ბირჟაზე გასაყიდად 32 მილიონი აქცია გამოიტანა, რომელთა სანაცვლოდ SoftBank-მა 5.8 მილიარდი დოლარი მიიღო.

SoftBank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, NVIDIA-ს აქციების გაყიდვის მიზანი ნაღდი ფულის მობილიზებაა, რომელიც ჰოლდინგს მეოთხე კვარტალში $30 მილიარდის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად სჭირდება.

როგორც SoftBank-ში აღნიშნავენ, პოზიციის დახურვის მიუხედავად, საინვესტიციო ჰოლდინგი NVIDIA-ს მიმართ პოზიტიურ პროგნოზს ინარჩუნებს და ფიქრობს, რომ ამერიკულ გიგანტს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები