მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოკარ ჯორჯია გაზის" 5-წლიანი საინვესტიციო გეგმა ₾103 მილიონამდეა

სოკარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში 102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სემეკმა 27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შეითანხმა გაზგამანაწილებელი კომპანიების მომდევნო 5 წლის საინვესტიციო გეგმები, რომელი ჯამურად 307 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 105,756,241 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,680,209 ლარის ინვესტიციას, შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიერ განხორციელდება 2,027,873 ლარის ინვესტიცია.

სემეკის თანახმად, საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები