მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
03.09.26 20:15
185

5,000 ტონა EN 228 სტანდარტის ბენზინის მიწოდება ორ კომპანიას შორის პირველი პირდაპირი ტრანზაქციაა,რაც Italiana Petroli-ს SOCAR Group-ის შემადგენლობაში შესვლის შედეგია.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა. 5,000 ტონა მოცულობის საწვავი აკმაყოფილებს EN 228 ევროპულ სტანდარტს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული.

აღნიშნული მიწოდება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და Italiana Petroli-ს შორის პირველი კომერციული ტრანზაქციაა, რაც SOCAR-ის მიერ API Holding-ისგან იტალიური კომპანიის აქციების 99.82%-ის შეძენის შედეგია. ტრანზაქცია ჯგუფის კომპანიებს შორის გაღრმავებული თანამშრომლობის მაგალითია. საქართველოს ბაზრისთვის ეს ტრანზაქცია საწვავის მომარაგების დამატებით დივერსიფიკაციასა და მიწოდების საიმედოობის გაძლიერებას ნიშნავს.

„SOCAR Group-ის შემადგენლობაში ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნის და ეს ტრანზაქცია ამის მაგალითია, რადგან იტალიის ბაზარზე არსებული გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოს ბაზარზე ხელშესახებ სარგებელს მოგვიტანს. Italiana Petroli-ს ნავთობგადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან გაერთიანებით, ჩვენ საქართველოში საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ. ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ჩვენ მიერ დანერგილი მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამის ხარისხიან საწვავზე უწყვეტ და საიმედო წვდომას.“, - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.

SOCAR-ის საქმიანობა ენერგეტიკული სექტორის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს: ენერგორესურსების მოძიებასა და მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას. იტალია სოკარისთვის პირველი ევროპული ბაზარი არ არის: სოკარი უკვე ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში, ხოლო მისი ფართო რეგიონული წარმომადგენლობა ასევე მოიცავს თურქეთსა და უკრაინას. თუმცა, Italiana Petroli-ს შეძენამ, რომელიც 2026 წლის 8 მაისს დასრულდა, ევროპაში SOCAR-ის ნავთობგადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.

ამასთანავე, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია სოკარის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. SOCAR Energy Georgia 2006 წელს დაფუძნდა, როგორც სოკარის პირველი შვილობილი კომპანია აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ, ხოლო სოკარის ბრენდირებული პირველი ავტოგასამართი სადგური აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. ამგვარად, ახალი თანამშრომლობა სოკარის პირველ უცხოურ ბაზარს მის ერთ-ერთ უახლეს ევროპულ ინვესტიციასთან აკავშირებს.

SOCAR Georgia Petroleum-ის შესახებ

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში საწვავის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელს მართავს და საკუთარ სადგურებზე ყოველდღიურად 30,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანია მომხმარებლებს ბენზინით, დიზელის საწვავითა და თხევადი გაზით ამარაგებს, ასევე მართავს WayMart-ის მაღაზიების ქსელს და ელექტრომობილების დამუხტვის მომსახურებას უზრუნველყოფს.

საწვავის ხარისხის მონიტორინგი მიწოდებისა და დისტრიბუციის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ხორციელდება, მათ შორის საწვავის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ავტოგასამართ სადგურებზე მიწოდების ეტაპებზე. 2012 წლიდან SOCAR Georgia Petroleum-ში ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ბენზინისა და დიზელის საწვავის ტესტირების ლაბორატორია, რომელიც ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და ევროპული და ამერიკული წარმოების სატესტო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ლაბორატორია მუდმივად ამოწმებს საწვავის იმ პარამეტრებს,რომლებიც ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.

სოკარი ასევე განაგრძობს დაბალი ემისიების მქონე ტრანსპორტის ხელშეწყობას და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში. 2026 წელს SOCAR-მა თბილისში სამხრეთ კავკასიაში ელექტრომობილების პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა. ობიექტი ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, ისევე როგორც SOCAR-ის არაერთი სხვა ავტოგასამართი სადგური..

Italiana Petroli-ს შესახებ

SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli იტალიაში საწვავისა და ენერგეტიკის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. 90 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანია წარმოადგენს ინტეგრირებულ სამრეწველო და ლოგისტიკურ სისტემას, რომელიც მოიცავს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და იტალიის მასშტაბით 4,575 ავტოგასამართ სადგურს. კომპანიის ქსელში ყოველდღიურად საწვავის ჩასხმის 680,000-ზე მეტი ოპერაცია ხორციელდება.

SOCAR-მა, ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ, Italiana Petroli-ს აქციების 99.82%-ის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა.

სოკარის შესახებ

სოკარი, რომლის სათავო ოფისი აზერბაიჯანში მდებარეობს, გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ენერგორესურსების მოპოვებაში, გადამუშავებასა და დისტრიბუციაში. ის არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებულ ენერგეტიკული საწარმო, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაფარვა აქვს, რაც სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მის წამყვან როლს უსვამს ხაზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები