რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმი გეგმავს, რუსეთის მიერვე ოკუპირებულ ცხინვალთან დაძმობილების ხელშეკრულება გააფორმოს. ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს. პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სოხუმი დაძმობილებას ლუჰანსკთან, სანქტ-პეტერბურგთან და გროზნოსთანაც გეგმავს.
6 ივლისს, დაძმობილების ხელშეკრულება სოხუმმა დონეცკთანაც გააფორმა.
როგორც სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ავთანდილ სურმანიძემ Sputnik-თან განაცხადა, ქალაქებთან დაძმობილება საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები უფრო ინტენსიურად განვითარდეს.