მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოხუმიდან ფრენები რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც დაიწყება - ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტი

რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი ალხას კვიწიანიას განცხადებით, სოხუმიდან პირდაპირი ფრენები მოსკოვის გარდა, შესაძლოა სანკტ-პეტერბურგის, ურალის, ციმბირის, პოვოლჟიეს და სამხრეთ რუსეთის მიმართულებითაც შესრულდეს. ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია კვიწინიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ მოსკოვიდან სოხუმში პირველ ფრენას UVT Aero შეასრულებს, 6 მაისს კი ავიაკომპანია „იკარი“ ფრენებს ნიჟნი ნოვგოროდიდან დაიწყებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაგადამყვანების რაოდენობის ზრდაზე მუშაობენ.

ამასთან, 11 აპრილს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანიებს iFly-სა და NordStar-ისაც აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. iFly-მ მოსკოვიდან კვირაში 14 ფრენის განხორციელების უფლება მიიღო, ხოლო NordStar კრასნოიარსკიდან სოხუმში შვიდამდე რეისს შეასრულეს. „კომერსანტის“ ცნობით, iFly-ში აღნიშნეს, რომ ფრენების დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ; საბოლოო გადაწყვეტილება სოხუმის აეროპორტის ტექნიკური მზადყოფნის შემოწმებაზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები