მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა - დღეს, საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა

დაშვებული დროშები
BM. GE
27.09.23 09:50
• 104

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო დროშები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვება.

„სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები