11 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CeSPI) თურქეთის სამეცნიერო ანალიტიკური ობსერვატორიის სამეცნიერო დირექტორი, PLP-ის ევროპის განყოფილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, დოქტორი ვალერია ჯანოტა, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკის აღიარებული ექსპერტია.
დოქტორმა ჯანოტამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური გამოწვევები რეგიონალურ ჭრილში, თურქეთის როლი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში, ევროკავშირის მნიშვნელობა და ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტის როლი მსოფლიოს პოლიტიკაში“. მომხსენებელმა ასევე ვრცლად ისაუბრა შუა დერეფანზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმარს ვიზიტისა და საინტერესო ლექციისთვის და თავის მხრივ გააცნო უნივერსიტეტის ახალი,უკვე აღიარებული სამშვიდობო პლატფორმა ,,საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. ასევე სტუმარს უნივერსიტეტის სახელით გადასცა საპატიო სიგელი.