აფხაზური მედიის ინფორმაციით, 27 თებერვალს, მოსკოვიდან სოხუმში ჩაფრენილი თვითმფრინავი, უკან ვერ დაბრუნდა. მიზეზი ავარიაა. მედიის ცნობით, თვითმფრინავს ბაბუშერას აეროპორტიდან მძიმედ დაავადებული პაციენტები უნდა წაეყვანა.
როგორც ცნობილია, არავინ დაშავებულა, მგზავრები შიშის გამო გაიქცნენ.
დღეს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სარეზერვო თვითმფრინავის ჩასვლაა დაგეგმილი, რომელიც პაციენტებს სამკურნალოდ მოსკოვში უნდა გადაიყვანს.
ცნობისთვის, სოხუმში პირველი, საცდელი ფრენა 7 თებერვალს შესრულდა. 27 თებერვალს კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვიდან სპეციალური რეისი ჩაფრინდა. რეგულარული ფრენების დაწყება მაისიდან იგეგმება.