მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოლარ ავტო" - BYD-ის ელექტრომობილების წარმომადგენელი საქართველოში

ბბნ

კომპანია “სოლარ ავტომ” შოურუმი გახსნა. კომპანია ჩინური ელექტრო მწარმოებელი გიგანტის - BYD-ის ელექტრომობილებს საქართველოში სრული საგარანტიო მომსახურებით და თანამედროვე სერვისცენტრით წარმოადგენს.

კომპანიის ახალ შოურუმში - Solar Garage-ში BYD-ის 3 მოდელი იქნება წარმოდგენილი. ესენია: სედანი - Seal, SUV- Seal U, ჰეჩბექი - Seagull.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 6 ნოემბრიდან მომხმარებელს შეეძლება რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტდრაივზე ჩაეწერონ და თავად შეიგრძნონ ელექტრო ავტომობილის ძალა.

BYD ცნობილია თავისი თანამედროვე ბატარეებით (blade battery), რომელსაც თავის მხრივ BYD-ისგან ყიდულობენ და იყენებ ისეთი მწარმოებლები როგორიცაა WV, Tesla, Mercedes და ა.შ. ცნობისთვის, 2023 წლის მესამე კვარტალში BYD გაუთანაბრდა Tesla-ს გაყიდვებს და მეტიც, მოსალოდნელია, რომ იგი გახდება მსოფლიო ლიდერი ელექტრო ავტომობილების გაყიდვებში.

სოლარ ავტო პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ასე მასშტაბურად წარმოადგენს BYD - ის ელექტრომობილებს და გასცემს მასზე საგარანტიოს - 3 წლით. (100 000კმ). ეს ყველაფერი არ არის - კომპანია სერვისცენტრს აშენებს, რომელიც თანამედროვე აპარატურით იქნება აღჭურვილი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კი, „სოლარ ავტო“ ელექტრომობილების მფლობელებს სრულ მომსახურებას შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ „სოლარ ავტო“ მომხმარებელს ყველა სახის დამტენს სთავაზობს, როგორც პორტატულ, ასევე სახლის. BTB თანამშრომლობის ფარგლებში კი „სოლარ ავტო“კომპანიებს ავტოპარკის შეცვლას მოსახერხებელი პირობებით სთავაზობს. კომპანიის მომსახურებაში კომპანიების ავტო პარკისთვის სწრაფი დამტენების მონტაჟიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები