ფინეთის სამხედრო დაზვერვის მიმოხილვაში წერია, რომ რუსეთის გავლენა სამხრე კავკასიაში შესუსტდა, თუმცა აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთს პოლიტიკურად დაუახლოვდა.
"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან აქტორად რჩება, თუმცა მისი გავლენა შემცირდა. მან დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გარე რეგულატორის პოზიცია, ორივე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან შესუსტებულია, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო პოლიტიკურად რუსეთს დაუახლოვდა", - წერია მიმოხილვაში.
ამას გარდა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი, რაც გლობალურად გავლენის შენარჩუნებაა უცვლელი რჩება. პუტინის რეჟიმი დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას კვლავ საფრთხედ მიიჩნევს და სურს უკრაინაში ომით დასავლეთი დაასუსტოს. კრემლის ფოკუსში კვლავ პოსტსაბჭოთა სივრცე რჩება.



























