სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამერიკასთან თანამშრომლობით სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი საგნობრივ ეტაპზე გადავიდა.
„აშშ-სთან სამართლებრივი მოლაპარაკების ველს განვიხილავთ, რომლის გარეშეც წინსვლა არ შეგვიძლია. ამ დროისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ ბურთი აშშ-ის მხარესაა. ველით, რომ ამერიკაში შიდასისტემური პროცედურები ჩაივლის და ამის შემდეგ მუშაობას დავიწყებთ“, - განაცხადა არმენ გრიგორიანმა „სომხეთ-დასავლეთის პარტნიორობა - ევროკავშირი: გამოწვევები და პარტნიორობის შესაძლებლობების“ პანელურ დისკუსიაზე.
მიმდინარე წლის აპრილში BMG-ის სომხეთის ბიურო წერდა, რომ 2023 წლის ივნისში სომხეთში ახალი ატომური ენერგობლოკის მშენებლობისთვის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სომხეთში მოქმედი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2036 წლამდე გახანგრძლივდა. ბოლო წლების განმავლობაში სადგურზე ტექნიკური მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას ემსახურება. აღნიშნული სადგურის მართვას და მომსახურებას “როსატომი“ ახორციელებს. ამასთან, ატომური სადგურის ბირთვული ნავთობი - ურანი სომხეთში რუსეთიდან შედის. სომხეთში, ამ ეტაპზე ახალი ატომური სადგურის მშენებლობა არა რუსული, არამედ დასავლეთის მოდულების ტექნოლოგიით განიხილება.
სომხური ატომური ელექტროსადგური რეგიონში ერთადერთია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სომხეთში ქალაქ მეწამორთან ახლოს აშენდა. ის ორი ენერგობლოკისგან შედგება და თითოეული ბლოკის სითბური სიმძლავრე 1 375 მგვტ-ს, ხოლო ელექტროსიმძლავრე - 440 მგვტ-ს შეადგენს.