სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც ოქტომბერში, ყაზანში გაიმართება.
„დიახ, მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა 4 სექტემბერს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების ლიდერები და ქვეყნები, რომლებმაც BRICS-ის წევრობის ან თანამშრომლობის განაცხადი შეიტანეს, მოწვეული არიან ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ყაზანში გაიმართება.
„გარდა ცხრა წევრი ქვეყნისა, მოწვეული არიან დსთ-ს ქვეყნების ლიდერებიც“, - განაცხადა უშაკოვმა.
სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სადაც BRICS, სავარაუდოდ, დამატებით გაფართოებას განიხილავს.
უნდა აღნიშნოს, რომ ორგანიზაციაში გაწევრების ოფიციალური განაცხადი 2024 წელს რეგიონის კიდევ ორმა ქვეყანამ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეიტანეს.
BRICS ამ ეტაპზე აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.