მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი და ირანი სიუნიქის რეგიონის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ჰაბად განვითარებაზე მუშაობენ - მედია

სომხეთი ირანი

სომხეთი და ირანი სტრატეგიულ პროგრამაზე "სიუნიქი - სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ჰაბი" მუშაობენ. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

გამოცემა arka-ს ცნობით, საკითხზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა და სომხურ-ირანული თანამშრომლობის განვითარების ფონდის დირექტორმა პუია ჰოსეინმა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ერევანში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სიუინიკის ოლქის, როგორც რეგიონული ეკონომიკური ჰაბის განვითარება კერძო ინვესტიციების მოზიდვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სომხეთსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშროლობის გაძლიერების გზით.

როგორც სომხური მედია წერს, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ორმხრივი კონფერენციები, ბიზნეს ვიზიტები, საინვესტიციო პაკეტების პრეზენტაციები.

ცნობისთვის, სიუნიქი სომხეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაა, რომელიც ირანს ესაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები