მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი რუსულ თხევად გაზს და ბიტუმს აზერბაიჯანის გავლითაც მიიღებს

ალიევი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთიდან თხევად გაზს და ბიტუმს აზერბაიჯანული რკინიგზის გავლით მიიღებს. კერძოდ, აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, თხევადი გაზი რუსეთიდან იქნება მოწოდებული და აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის გავლით სომხეთში ჩავა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას ბიტუმისა და თხევადი გაზის აზერბაიჯანის ტერიტორიით ტრანსპორტირებაზე, თუმცა ზუსტი დრო როდიდან დაიწყება ტრანზიტი არ უთქვამს. "სომხურ ბიზნესს ამ შესაძლებლობიდან სარგებლის მიღება შეუძლია", - ამბობს გევორგ პაპოიანი და ამატებს, რომ ლარსში 6 მეტრის თოვლის შემთხვევაშიც კი, თხევადი გაზი და ბიტუმი სომხეთში შეუფერხებლად შევა.

როგორც OC Media წერს, ამით აზერბაიჯანიდან სომხეთში საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი გაიზრდება, რადგან მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო.

ცნობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გასული წლის აგვისტოდან გააქტიურდა, როცა აშშ-ის მედიაციით მხარეებმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის შესახებ, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც საერთაშორისო დახმარება ფაქტობრივად გააჩერა, პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი მარშრუტისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები