სომხეთის მთავრობამ რუსული სამხედრო ალიანსიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) ვერ უზრუნველყო სომხეთის უსაფრთხოება, რის გამოც იქ გაჩერებას ქვეყნისთვის არავითარი აზრი არ აქვს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია 6 წევრს აერთიანებდა, მათ შორის: რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს. ОДКБ-ს მთავარი დანიშნულება NATO-სთვის კონკურენციის გაწევა და წევრი სახელმწიფოების დაცვა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, რუსულმა ალიანსმა მთავარი დანიშნულება ვერ შეასრულა და ყარაბაღის კონფლიქტში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთს ალიანსიდან გასვლისკენ უბიძგა.
ფაშინიანის განმარტებით, ქვეყანა სამი წლის განმავლობაში ითხოვდა ალიანსიდან დახმარების მიღების, თუმცა სიტყვიერი დაპირების მეტი სომხეთს არაფერი მიუღია, ამიტომაც ამ ორგანიზაციაში დარჩენას სომხეთისთვის აზრი აღარ აქვს.