მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას" - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

ყარაბაღ

"სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მთიანი ყარაბაღის ჩათვლით", - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.

ალენ სიმონიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თვლის თუ არა ის ყარაბაღის საკითხს დახურულად, რაზეც მან უპასუხა: "ერევნისთვის ყარაბაღის საკითხი აღარ არსებობს".

ამასთან, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალშია შესაძლებელი თუ ბაქოს ამის პოლიტიკური ნება ექნება.

"სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უახლოესი 15 დღის განმავლობაში მოვაწეროთ თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოავლენს. საერთო ჯამში, ყველა ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, რაც საერთაშორისო სამართალსა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული", - განაცხადა ალენ სიმონიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები