მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის Top-10 კომპანია შემოსავლების მიხედვით

ზანგეზურის კომპანია

საკონსულტაციო კომპანია MODEX-მა სომხეთში 2023 წელს შემოსავლების მიხედვით ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგი შეადგინა. ანგარიშის თანახმად, რეიტინგში პირველ ადგილს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი იკავებს $800-მილიონიანი შემოსავლით.

მეორე ადგილზე - "გაზპრომ არმენიაა", რომელმაც 2023 წელს $644 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მესამეზე კი - სომხეთის ელექტროქსელებია $536-მილიონიანი შემოსავლებით.

რაც შეეხება მიღებული შემოსავლების რაოდენობის მიხედვით, TOP-10-ში შემავალი კომპანიის სრულ სიას, რეიტინგი შემდეგნაირია:

  1. ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი - $800 მლნ
  2. "გაზპრომ არმენია" - $644 მლნ
  3. სომხეთის ელექტროქსელები - $536 მლნ
  4. Yerevan City (სუპერმარკეტების ქსელი) - $433 მლნ
  5. Pretty Way (საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია) - $413 მლნ
  6. "არდშინბანკი" - $285 მლნ
  7. "ამერიაბანკი" - $282 მლნ
  8. სომხეთის საერთაშორისო აეროპორტის კომპანია - $254 მლნ
  9. International Masis Tabak (თამბაქოს კომპანია) - $213 მლნ
  10. ACBA ბანკი - $177 მლნ

ჯამში, TOP-10 კომპანიის შემოსავლებმა $4 მილიარდს მიაღწია, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 7.3%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა ათივე კომპანიამ 2023-ში ფინანსური შედეგები გაიუმჯობესა. მათმა წმინდა მოგებამ კი, დაახლოებით $754 მლნ შეადგინა.

როგორც საკონსულტაციო კომპანია MODEX-ის ანგარიშშია აღნიშნული, ათეულში არ შეუყვანიათ ერევნის საიუველირო ფაბრიკა, ვინაიდან მათ ფინანსურ ანგარიშგებაზე წვდომა არ ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები