სომხეთის მთავრობამ საერთაშორისო სავალო ბაზარზე 750 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდები გამოუშვა. როგორც ცნობილია, 10-წლიანი ობლიგაციის სარგებელი 7.1%-ია, ხოლო კუპონის განაკვეთი 6.75%-ს შეადგენს, რაც კონკურენტულ შეთავაზებად შეიძლება ჩაითვალოს.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინვესტორების მხრიდან მოზიდულ სახსრებს ქვეყნის მთავრობა ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენებს.
ექსპერტების შეფასებით, ევრობონდების გამოშვება პირდაპირ კავშირშია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებასთან, რომლის ფარგლებში, რეპარაციის მოცულობად სწორედ $750 მილიონი განისაზღვრა, ამ თანხის მობილიზება კი სომხეთის მთავრობას, როგორც ჩანს, სავალო ბირჟიდან მოუწია.