სომხეთის მთავრობამ 13 ნოემბერს საქონლის, ღორის, ფრინველის ხორცის და რძის შრატის იმპორტზე სატარიფო კვოტები დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას Arka ავრცელებს.
მთავრობამ იმპორტის პროცედურა, სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობების იმპორტის ერთჯერადი და ზოგადი ლიცენზიების ფორმები დაამტკიცა.
ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების ფარგლებში არასატარიფო რეგულირებაზე, იგი აღიარებულია, როგორც უფლებამოსილი ორგანო გარკვეული სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ლიცენზიის გაცემისათვის.
სომხეთის მთავრობის მიერ დადგენილია შემდეგი კვოტები:
- პირუტყვის ხორცი (ახალი, გაყინული) - 9000 ტონა წელიწადში;
- ღორის ხორცი (ახალი, გაყინული) – 12000 ტონა წელიწადში;
- ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები (ახალი, გაყინული) – 39100 ტონა წელიწადში.
- რძის შრატი და მოდიფიცირებული რძის შრატი ფხვნილი, გრანულირებული ან სხვა მყარი სახით, შაქრისა და სხვა დამატკბობლების გარეშე – 1200 ტონა წელიწადში.