მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

სომხეთი

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით, წელიწადში 8,25%-მდე შეამცირა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ცენტრალური ბანკის საბჭო მიიჩნევს, რომ განაკვეთის შემცირება აუცილებელია საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 4%-ზე შენარჩუნებისა და ფასების სტაბილურობისთვის.

„2024 წლის პირველ კვარტალში 12-თვიანმა ინფლაციამ კლება განაგრძო და მარტში -1.2%-ს მიაღწია. შემცირდა ბუნებრივი 12-თვიანი ინფლაციაც, მარტში -0.7%. სომხეთის ეკონომიკაზე სუსტი დეფლაციური ეფექტია მოსალოდნელი საგარეო სექტორიდან“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შედეგად აქამდე არსებული წლიური განაკვეთი 8.5% 12 მარტიდან ამოქმედდა.

ცნობისთვის, 2023 წელს მარეგულირებელმა განაკვეთი ხუთჯერ შეამცირა.