მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხური ბანკები და საბროკერო კომპანიები რუსი კლიენტების შესახებ ინფორმაციას მოსკოვს გაუზიარებენ

საგადასახადო ინფორმაცია
BM. GE
26.08.25 18:31
1051

სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ინფორმაციის ავტომატური მიმოცვლის შეთანხმების ფარგლებში, სომხური ბანკები და საბროკერო კომპანიები ერევანში მცხოვრები რუსი კლიენტების (როგორც ინდივიდუალური პირების, ისე კომპანიების) საგადასახადო მონაცემებს რუსეთის ფედერალურ საგადასახადო უწყებას გადაუგზავნიან. გადაწყვეტილება ძალაში სექტემბრიდან შევა. პირველ ეტაპზე ერევანი მოსკოვს ფისკალური 2024 წლის მონაცემებს გადაუგზავნის.

სომხეთის მიერ რუსეთთან შეთანხმების გაფორმება ბოლო წლებში საგადასახადო გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების შემოღებასთანაა დაკავშირებული. 2023 წლიდან დღემდე ქვეყანამ თანამშრომლობის მსგავსი მემორანდუმი კიდევ არაერთ სახელმწიფოსთან გააფორმა.

მოსკოვსა და ერევანს შორის მსგავსი მასშტაბის თანამშრომლობა ყველაზე უარყოფითად რუსეთის იმ მოქალაქეებზე იმოქმედებს, რომლებიც უძრავ თუ მოძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ და მათი სომხეთში გადატანით რუსული იურისდიქციისგან გაქცევას და გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობენ. სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო უწყება სომხური ბანკებისა თუ საბროკერო კომპანიებისგან ყველა კლიენტის შემოსავლებისა თუ ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები