მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სონღულაშვილი თურნავას - რა გეგმა გვაქვს FDI-ს მოზიდვასთან დაკავშირებით?

5fe0778b648c2
ინგა მურუსიძე
21.12.20 15:52
1602
"გვაქვს თუ - არა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გეგმა?" - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაგრობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას.

"მაინტერესებს, პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რა არის პრიორიტეტული მიმართულებები? რამე გეგმა თუ გვაქვს ამაზე და ხომ არ არის შესასწავლი, ამ მიმართულებით რა ტიპის ბიუროკრატიას აწყდებიან ინვესტორები? ხომ არ იგეგმება, რომ მოვხსნათ ბარიერები, თუკი ასეთი არის?“, -  ჰკითხა თურნავას სონღულაშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატი დაინტერესდა, რა გეგმა აქვს ქვეყანას კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, რა რეფორმები გატარდება სახმელეთო ტრანსპორტის მხრივ და როგორ გეგმავს ქვეყანა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას თან მიჰყვეს გენერაციის ობიექტების რაოდენობას ზრდა.

ასევე, დავით სონღულაშვილმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს ჰკითხა, როდის დასრულდება როგორც თუშეთის საბაგიროს მშენებლობა, ისე დაპირებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი.

გარდა ამისა, პარლამენტარის კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებს მთავრობა მომავალ წლებში "რთველთან" დაკავშირებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. კითხვის ადრესატი გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები