მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სონღულაშვილმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი განიხილა

60b8c122bf9b8
BM.GE
03.06.21 15:42
509
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ტიტუს კორლატეანს, კლოდ კერნს და ბას კლეინს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.

დავით სონღულაშვილის განცხდებით, "საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული კანონის მიღებით და სპეციალური მმართველის დანიშვნით ამ ფასეულობებს მომავალში არავითარი საფრთხე არ ემუქრება."

მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მხარეებს შორის აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ვენეციის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს, შეიცვალოს ელ.კომუნიკაციების კანონის პრობლემური ნორმები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები