მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სორგითი 2 ჰესთან" დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება - განკარგულება

ჰესი

საქართველოს მთავრობამ „სორგითი 2 ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულება მოიწონა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ხეკშეკრულების მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი და შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანია. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა კი ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ მოიწონა შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ასევე, მოიწონა ინფორმაციას მთავრობასა და კომპანიას შორის შერჩევის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით წარმართვის მიზანშეწონილობის შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტში „სორგითი 2 ჰესის" დადგმული სიმძლავრეა 16 მეგავატი იქნება, ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი კი 2027 წლის ბოლოა.

რაც შეეხება შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას, სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, დირექტორი დავით უგრელიძეა. 90%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება რაჭა გრინ ენერჯი (დირექტორი დავით უგრელიძე), 10%-ს კი მაკა საბანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები