მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ტყემალაძე პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი აღარაა

635622c9cefe3
BM.GE
24.10.22 10:48
3165
სოსო ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი აღარაა - ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა "Forbes-ის კვირას" თავად სოსო ტყემალაძემ დაუდასტურა.

ბიზნესმენი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს წევრი და მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. 

სოსო ტყემალაძემ 2022 წლის ივნისში მისი საქმიანობისა და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მუშაობის შესახებ BMGTV-ისთვის ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. მათ შორის საუბარი შეეხო წყალტუბოს და აბასთუმნის განვითარებას, ეკონომიკური საბჭოს საქმიანობას, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და თავად სოსო ტყემალაძის განათლების საკითხს.

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის თავმჯდომარის პოსტს 2021 წლის 10 მარტიდან იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები