კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამის შესახებ „ტვიტერზე“ „მეტას“ წარმომადგენელმა დაწერა.
„ინფორმირებული ვართ, რომ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ჩვენს სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამჟამად ამაზე ვმუშაობთ“, – წერს ენდის სტოუნი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ Meta-ს მფლობელობაში არსებული სოციალური პლატფორმები: Facebook, Instagram და Messenger-ი გაითიშა.




























