მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური მეწარმეობისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შერწყმა ბიზნესში -„ნას“-ის მიმართულებები

სოციალური მეწარმეობისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შერწყმა ბიზნესში სრულიად ახალ ღირებულებებს ქმნის. კომპანია ნას სწორედ ამ იდეოლოგიაზე დგას და 100-ზე მეტ ქართველ მეწარმეს აერთიანებს მიზნით, რომ ქართული საქმე გაძლიერდეს. პლატფორმა მოიცავს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. მათ შორისაა დეიდა ნატოს აკადემია, რომელიც ახალგაზრდებს ხელსაქმეს 10-მდე მიმართულებით ასწავლის და ინიციატივა საქმე 60+, რომელიც უფროსი თაობის ეკონომიკურ გაძლიერებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის შემადგენლობაშია საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს პასუხობს. პროექტი ათონელის შაბათ-კვირა ქალაქის ისტორიულ ქუჩას ღია კულტურულ სივრცედ აქცევს, ხოლო მიმართულება გააცოცხლე ისტორია ტრადიციულ ქართულ ორნამენტებს თანამედროვეობასთან აკავშირებს. ამ მრავალპროფილური და ეროვნული საქმის უკან ნატალია სირაძე დგას.

სტუმარი: ნატალია სირაძე - კომპანია “ნას”-ის დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები