მეორადი ავტომობილების ონლაინ დილერი Carvana მალე S&P 500-ის ინდექსს შეუერთდება. აღნიშნულმა მოვლენამ კომპანიის წინა-საბაზრო აქციების ფასის მნიშვნელოვნად ზრდა გამოიწვია. კვარტალური რებალანსირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტირება 22 დეკემბერს იგეგმება.
S&P 500-ის ინდექსში შესვლა ნებისმიერი კომპანიისათვის დიდი ნაბიჯია, იგი მათი აქციების ფასსა და კაპიტალიზაციის გაზრდას გამოიწვევს. აღნიშნული მიღწევა Carvana-ს შთამბეჭდავ ზრდას უსვამს ხაზს, მიმდინარე წელს მისი აქციების ფასი ფაქტობრივად გაორმაგდა. საგულისხმოა, რომ კომპანია ავტო-გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ხდება. მსგავსი სახის პრესტიჟულ ინდექსში Carvana-ს მოხვედრა, რომელიც აშშ-ის 500 ყველაზე დიდ საჯარო კომპანიებს მოიცავს, ამყარებს კომპანიის პოზიციებს, ადასტურებს მისი ბიზნეს მოდელის წარმატებულობასა და ონლაინ-გაყიდვების სექტორის მზარდ პერსპექტივებს.




























