მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P 500, Nasdaq, Nikkei – საფონდო ბირჟებზე რეკორდული ზრდაა

უოლ-სტრიტი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი ბანკების მიერ წარმოდგენილ პოზიტიური ფინანსურ ფინანსური შედეგების ფონზე, გლობალურ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება.

განსაკუთრებული შედეგი აშშ-ის საფონდო ბირჟას აქვს, სადაც აღმასვლა უკვე მესამე კვირაა გრძელდება და გასულ 24 საათში როგორც S&P 500-მა, ასევე Nasdaq Index-მა ახალი ისტორიული მაქსიმუმების დაფიქსირება შეძლეს.

კერძოდ, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,041 პუნქტს მიაღწია, Nasdaq-ის შეფასება 24,103 პუქნტზეა, რაც ერთწლიან პერიოდში 48%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.

აგრეთვე ახალი რეკორდის დაფიქსირება შეძლო იაპონურმა Nikkei 225 Index-მა, რომელიც ამჟამად 58,475-პუნქტიან ნიშნულზეა და ერთ წელიწადში 70%-ით არის გაზრდილი.

ომის დასრულების მოლოდინთან ერთად, გაქარწყლებულია შიშები AI-ბუშტის გაჩენასთან დაკავშირებით, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემოსავლების მკვეთრად გაზრდას ახერხებენ, რაც ინვესტორების განწყობას პოზიტიურად ცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები