მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-მა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

აზერბაიჯანი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა.

სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები 2024-2025 წლებში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონის უმეტეს ქვეყნებში.

S&P-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ზეწოლა ძირითადად ნავთობის მოპოვების გრძელვადიანი თანდათანობითი კლებით არის განპირობებული.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება დაახლოებით 1,5 პროცენტი 2024-25 წლებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

2024 წლის ივნისში S&P-მა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1,5-დან 2,5 პროცენტამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები