მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალისტების ნაკლებობა, კურსის არასტაბილურობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა - რა აწუხებს ბიზნესს?

6489a66664e18
მარიამ ვარადაშვილი
15.06.23 01:00
680
BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში ბიზნესის წარმომადგენლები სპეციალისტების ნაკლებობას ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის [BAG] ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი კი BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე გამოითვლება. კერძოდ, კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. საანგარიშო პერიოდში [2023 წლის I კვარტალი] გამოკითხულმა კომპანიებმა საკუთარი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.

II კვარტალში 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 3.8 ქულით გაუმჯობესდა. ამასთან, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.

II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა მშენებლობისა (41.4 ქულით) და მომსახურების (10 ქულით) სექტორებში, ხოლო მრეწველობისა (-15.1 ქულით) და ვაჭრობის (-9.4 ქულით) სექტორებში გაუარესდა. სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა მშენებლობის სექტორის მიერ. BAG-ის შეფასებით, ამის მიზეზი სექტორში გაზრდილი გაყიდვებია, რადგან კომპანიათა 72.7%-მა დააფიქსირა, რომ 2023 წლის II კვარტალში გაყიდვები გაეზარდათ.

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, II კვარტალში მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. 

ამას გარდა, II კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 38%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2023 წლის III კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 51% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის. სექტორებს შორის 2023 წლის II კვარტლის მდგომარეობასა და 2023 წლის III კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ. დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ კი ყველაზე ნეგატიურად მომსახურების სექტორში აფასებენ .

გაყიდვების მხრივ სექტორებს შორის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს.

კვლევის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 13%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2023 წლის III კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 15% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას. ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება.

2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი [7 პროცენტული პუნქტით], რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ასევე, აღნიშნული მაჩვენებელი 13 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის II კვარტალთან შედარებით.

II კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები. სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს.

ვა­ლუ­ტის გაც­ვ­ლი­თი კურ­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა.

სექტორებს შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორს აწუხებს.  სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 46%-მა დაასახელა.

რაც შეეხება სა­მუ­შაო ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 41%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა. შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 13%-მა დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები