მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაშავებულების მოძებნა და უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია ხდება - შსს

61600ffaa1466
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 13:34
536
ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილ 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სამაშველო და პოლიციის სამსახურები მუშაობენ. აღნიშნულის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის - ავტოკიბის დახმარებით დაშავებულების მოძებნა და უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია ხდება.

დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია უწყებას ჯერ არ აქვს, თუმცა მედიით გავრცელებული ცნობით, ნანგრევებიდან ისმის ადამიანების ხმები -  შველას ითხოვენ.

„ჩამონგრეულია სადარბაზოს ერთი ნაწილი. ფაქტზე ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. ახლა აქტიური სამაშველო მოქმედებები ხორციელდება, რაშიც ჩართულნი არიან როგორც სამაშველო, ასევე პოლიციის თანამშრომლები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო ბრიგადები და საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური. მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ადგილობრივები მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კორპუსის ნაწილის ჩამოშლა, შესაძლოა, შიდა სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კონკრეტულად ამ სადარბაზოში, დაახლოებით, 18 ოჯახი ცხოვრობდა. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები