მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეცრეისით საქართველოში კიდევ 137 მოქალაქე დაბრუნდა - სულ რამდენი ადამიანია კარანტინში?

5f1c8f6e9633e
თელარა გელანტია
25.07.20 23:58
1292
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ბერლინი-თბილისი სამშობლოში 137 ადამიანი დაბრუნდა.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

მისივე ცნობით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6277 ადამიანია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები