სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.
პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა.
საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.
აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღთან გადაინაცვლეს, ნაწილი კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავიდა.