აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ამ დროისთვის მოქალაქეების ძირითადი ნაწილი პარლამენტთანაა.
პარლამენტთან, ასევე ათონელის სასახლესთან და ორბელიანის მოედანზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
ისინი პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც.
თავდაპირველად, 16:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. შემდეგ, მათმა ნაწილმა ათონელის რეზიდენციასთან გადაინაცვლა და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლა მოახერხა. მოქალაქეებმა ათონელის სასახლის რკინის ჯებირები გაარღვიეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვა.
დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები.
ორბელიანის მოედანზე მოქალაქეებმა ბარიკადები აღმართეს და რამდენიმე ადგილას არის ცეცხლის კერებიც.




























