გამთენიისას, 07:35 საათისთვის საათისთვის სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაკავება დაიწყო.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, რუსთაველის მეტროში ჩასვლას.
ვიდრე მომიტინგეების დაშლას დაიწყებდნენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებული ბარიკადები მოშალეს.
უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე