რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.
ამასთან, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს.
სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.