რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით, 07:00 საათისკენ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე დარჩენილი პროევროპული აქციის მონაწილე მოქალაქეების დარბევა კიდევ ერთხელ დაიწყო.
პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეებს.
ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ მედია და სპეცრაზმელები რჩებიან.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის დაშლა არაერთხელ სცადა - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ.




























