მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითარება რუსთაველის გამზირზე - კვლავ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი

დაშლა

რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ გაუშვა ცრემლსადენი გაზი, შედეგად პროევროპული აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა.

პარლამენტის ტერიტორიაზე პერიოდულად აკავებენ მომიტინგეებს.

მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება.

უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები