2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპირტიანი სასმელების ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივმა ექსპორტმა 59 მილიონი აშშ დოლარის 9 504 014 ლიტრი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი იყო 63.6 მილიონი აშშ დოლარის 11 346 088 ლიტრი. შესაბამისად, ადგილობრივი ექსპორტი ღირებულებით 7.2%-ით შემცირდა და მოცულობით - 16.2%-ით.
2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ყაზახეთი და ისრაელი.
- რუსეთი - 36.7 მილიონი აშშ დოლარი, 5 028 407 ლიტრი
- უკრაინა - 7.2 მილიონი აშშ დოლარი, 1 788 050 ლიტრი
- სომხეთი - 6.5 მილიონი აშშ დოლარი, 1 319 624 ლიტრი
- ბელარუსი - 4.2 მილიონი აშშ დოლარი, 595 155 ლიტრი
- საფრანგეთი - 761 ათასი აშშ დოლარი, 271 743 ლიტრი
- ლატვია - 711 ათასი აშშ დოლარი, 167 312 ლიტრი
- ლიეტუვა - 524 ათასი აშშ დოლარი, 152 606 ლიტრი
- პოლონეთი - 477 ათასი აშშ დოლარი, 31 421 ლიტრი
- ყაზახეთი - 384 ათასი აშშ დოლარი, 29 593 ლიტრი
- ისრაელი - 228 ათასი აშშ დოლარი, 16 397 ლიტრი.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპირტიანი სასმელების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 22.8 მლნ აშშ დოლარის 1 600 752 ლიტრი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი იყო 13.8 მლნ აშშ დოლარის 1 089 915 ლიტრი. შესაბამისად, იმპორტი გაიზარდა 64.4%-ით ღირებულებით და 46.8%-ით მოცულობით.
2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სპირტიანი სასმელების მთავარი მომწოდებელი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, ლატვია, ფინეთი, გერმანია, უკრაინა, აშშ, ნიდერლანდები და ბელარუსი.
- გაერთიანებული სამეფო - 5 026 400 აშშ დოლარი, 178 390 ლიტრი,
- საფრანგეთი - 2.8 მლნ აშშ დოლარი, 169 524 ლიტრი,
- რუსეთი - 2 648 400 აშშ დოლარი, 367 667 ლიტრი,
- ლატვია - 2.6 მლნ აშშ დოლარი, 119 134 ლიტრი,
- ფინეთი - 1 367 800 აშშ დოლარი, 120 985 ლიტრი.
- გერმანია - 1.2 მლნ აშშ დოლარი, 73 948 ლიტრი,
- უკრაინა - 1.1 მლნ აშშ დოლარი, 177 120 ლიტრი,
- აშშ - 993 500 აშშ დოლარი, 34 861 ლიტრი,
- ნიდერლანდები - 900 300 აშშ დოლარი, 24 807 ლიტრი,
- ბელარუსი - 662 600 აშშ დოლარი, 137 294 ლიტრი.




























