საქართველოს მთავრობა ბარ-რესტორნების შემდეგ სპორტ კომპლექსების და სპაცენტრების ფუნქციონირებას ზღუდავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.
მისი თქმით, შესაბამისი უწყებები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გააკონტროლებენ.
„სრულად შეიზღუდება სპორტ დარბაზების და სხვადასხვა სპაცენტრების ფუნქციონირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ის შეზღუდვის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, აქედან გამომდინარე დღეს, შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ გააკონტროლონ როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს საშუალებას რომ ჩვენ ადექვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.